Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ახალგაზრდა მეცნიერთა VII საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ISYSH-2026)

კულტურათა დიალოგი: საქართველო და გარე სამყარო (ლიტერატურული,
კულტურული, ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები)

 

22-23 ოქტომბერი, 2026

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას ინტერდისციპლინური სიმპოზიუმისთვის „კულტურათა დიალოგი: საქართველო და გარე სამყარო (ლიტერატურული, კულტურული, ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები)“, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 22-23 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სიმპოზიუმის მიზანია ქართველ და უცხოელ მკვლევართა, მთარგმნელთა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეკრება ერთ სივრცეში საქართველოში მიმდინარე კვლევების, ლიტერატურული ურთიერთობებისა და კულტურული დიალოგის  წარმოჩენის მიზნით.

სიმპოზიუმის  ფარგლებში გაიმართება ტ..ს. ელიოტის „უნაყოფო მიწის“ პირველი ქართული ანთოლოგიის  პრეზენტაცია  და გამოფენა.

 

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

1. ქართული ლიტერატურა უცხო ენებზე (თარგმანები და რეცეფცია)
2. კვლევები ქართულ და დასავლურ კულტურათმცოდნეობაში
3. ისტორიული და დიპლომატიური ურთიერთობები
4. ინტერდისციპლინური კვლევები: ლიტერატურა, ისტორია, კულტურა

 

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს (მაგისტრებსა და  დოქტორანტებს). თითოეულ მოხსენებას დაეთმობა 20 წუთი (15 წთ. მოხსენება და 5 წთ. დისკუსია).

 

მონაწილეობის საფასური:

ქართველი მონაწილეებისათვის: 100 ლარი
უცხოელი მონაწილეებისათვის:  100 ევრო

 

სიმპოზიუმის გადასახადი მოიცავს სიმპოზიუმის პროგრამის, თეზისებისა და შრომების გამოცემას; რჩეული მოხსენებები (გადამუშავებული სტატიის სახით) გამოქვეყნდება საერთაშორისო რეცენზირებად ბილინგვურ  ჟურნალში ─ TSU-ti.

მოხსენების თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 მაისი.

 

ქართულ-ინგლისური საკონფერენციო განაცხადი  უნდა მოიცავდეს:

 

  • ავტორის სახელს, გვარს, აკადემიურ სტატუსსა და დაწესებულებას
  • ახალგაზრდა მეცნიერის ORCID-ის პროფილის  კოდს
  • საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონსა და ელ-ფოსტას)
  • მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს (არაუმეტეს 100 სიტყვისა)

თეზისების ქართული და ინგლისური ტექსტი (თითოეული – არა უმეტეს 300 სიტყვისა) უნდა მოიცავდეს საკვლევი პრობლემის დასმის საკითხს, აქტუალობას, კვლევის მეთოდებს, შედეგებსა და შეჯამებელ დასკვნით ნაწილს.

 

თეზისების წარდგენა შესაძლებელია სარეგისტრაციო ბმულზე:  https://forms.gle/kw4Jjx3ZYmsDJB8h6
 
საკონტაქტო ელფოსტა: isysh@tsu.ge
სიმპოზიუმის ვებგვერდი:   https://isysh.tsu.ge/

თარიღი: 16/12/2025